logo_geo
eng_logo
კასპში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება
- +

26 ივლისი. 2022. 18:04

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ილია ქამხაძე  სადგურ მეტეხის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდნენ და მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის სახურავის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაო დაათვალიერეს.

 

მუნიციპალიტეტის მერია 6 წელია მრავალსართულიანი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის რეაბილიტაციას აფინანსებს. სამუშაოს კი ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების დახმარებით ახორციელებენ.

 

ფინანსდება: შიდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის გაყვანილობის, შენობის ფასადის და სახურავის რეაბილიტაცია, სადარბაზოს შესასვლელში პანდუსის, სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი, მრავალბინიანი შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება და სხვა.

 

მიმდინარე წელს ბინათამხანაგობების საჭიროებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარის დაფინანსებაა გამოყოფილი. მერიამ 4 ბინის საჭიროებებზე მშენებლებთან  85 615 ლარის ფარგლებში ხელშეკრულება გააფორმა  და მიმდინარეობს სამუშაოები, ხოლო ერთზე გამოცხადებულია ტენდერი.

 

„პროგრამის მიზანია,  მათივე ჩართულობით, ხელი შეუწყონ მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. გააქტიურდნენ, შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, გამოიყენონ  შესაძლებლობა და აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით მოიგვარონ საცხოვრებელი შენობის პრობლემები“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner