უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე პეტიცია განთავსდა, რომლის მიხედვით, მოქალაქეები ბორის ჯონსონისთვის მოქალაქეობის მინიჭებასა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენას ითხოვენ.
„გთხოვთ, განიხილოთ ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა და წარადგინოთ მისი კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე. გადაწყვეტილების დადებითი ასპექტები: ბორის ჯონსონის მსოფლიო მხარდაჭერა; მკაფიო პოზიცია უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ; განათლება პოლიტიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სფეროებში“, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.