logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია Getjet განაახლებს
- +

26 ივლისი. 2022. 20:02

 

 

ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია Getjet განაახლებს. ლიეტუვური ავიაგადამყვანი Getjet ვილნიუსიდან და ტალინიდან ბათუმის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბალტიის ქვეყნები საქართველოსთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და მთავრობა ხელს უწყობს, რათა ჩვენს ქვეყანაში ბალტიისპირეთიდან უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვიდეს.

 

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ბალტიის ქვეყნებში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა გაიზარდოს.  რეგიონის მთავარი ქალაქებთან პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა მეტ ვიზიტორს ჩამოიყვანს საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი პირდაპირი მიმართულების არსებობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

რეისები ვილნიუსსა ბათუმს შორის 1 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ტალინსა და ბათუმს შორის 15 აგვისტოდან 29 აგვისტომდე ყოველ ორშაბათს შესრულდება.

 

აღსანიშნავია, რომ ბალტიის ქვეყნებიდან 2022 წელს იანვარი - ივნისის პერიოდში 347 პროცენტით მეტი ვიზიტი განხორციელდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ლიეტუვიდან ვიზიტების ზრდამ 294.6 პროცენტი, ლატვიიდან - 375.4 პროცენტი, ხოლო ესტონეთიდან - 438.1 პროცენტი შეადგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner