ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში ლადო გუდიაშვილის ტილოს- „ძველთბილისური ქეიფი"-ის შესახებ წერს და მისი დღევანდელი ადგილსამყოფელით ინტერესდება.
„ძველთბილისური ქეიფი" - ლადო გუდიაშვილის ეს ნახატი დავით ლორთქიფანიძემ მიხეილ სააკაშვილს აჩუქა, სანამ ეს უკანასკნელი თანამდებობაზე იყო. დღეს საქართველოს მოქალაქეობაჩამორთმეული სააკაშვილი უკრაინაშია, ლორთქიფანიძე კვლავ ეროვნული მუზეუმის გენრალური დირექტორია.
თუ რომელიმე თქვენგანი ხვალ, ან ზეგ აქ დაწერს, რომ „ძველთბილისური ქეიფი" ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი (ან საცავში იანხება), ან მხატვრის სახლ-მუზეუმშია, ჩემს მიერ გავრცელებული ამ ამბის გამო ბოდიშს მოვიხდი და კიდევ, თუ ვინმეს ხელგეწიფებათ გაარკვიოთ „ძველთბილისური ქეიფი" სააკაშვილმა უკრაინაში წაიღო თუ სადმე აქ აქვს დატოვებული, მადლობელი დაგრჩებით..."