სანდრო ბრეგაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან „საარჩევნო ბლოკი - ერთიანი საქართველოსთვის" დატოვა. ბრეგაძე მიზეზად ასახელებს თამაზ მეჭიაურის, ზვიად ჩიტიშვილისა და ლევან მამალაძის პარტიების გაერთიანებას.
„ამ ანეკდოტურ გაერთიანებაში ჩემი ადგილი არ არის", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
აქვე, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმავე მიზეზით პარტია დატოვეს ლევან ჩაჩუამ და ლალი მოროშკინამ.