logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: დიახ, ირაკლი კობახიძეს ხმა არ უნდა ამოეღო და ერთ საათში სპეცრაზმი უნდა შევარდნილიყო ტელევიზიაში?!
- +

26 ივლისი. 2022. 20:55

 

 

„საოცარი მოთმინების უნარი ჰქონია მაგ ბიჭს. „ირაკლი კობახიძეს ხმა არ უნდა ამოეღოო, ხოო? უნამუსოები და ფარისევლები ხართ და მეტი არაფერი“, -  ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ირაკლი ლატარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს.

 

„რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძეს უნდა მოეთმინა, ხმა არ უნდა ამოეღო და ზუსტად ერთ საათში უნდა შევარდნილიყო სპეცრაზმი ტელევიზიაში, უნდა დაერბიათ ყველა თანამშრომელი, ორსული ქალები უნდა ეცემათ, ტელევიზია დაეხურათ, რამდენიმე საათში ჟურნალისტის ოჯახის წევრი უნდა აეყვანათ 45 კილო ჰეროინით და რაც მთავარია, გენერალური დირექტორი ზღვაში უნდა ჩაეხრჩოთ რამდენიმე ლოდ მოკიდებული... დიახ, ირაკლი კობახიძეს ხმა არ უნდა ამოეღოოო, ხოო? (უნამუსოები და ფარისევლები ხართ და მეტი არაფერი). პ.ს: მართლაც საოცარი მოთმინების უნარი ჰქონია მაგ ბიჭს და უბრალოდ ბრავო“, - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner