logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი: დმანისი ყოველთვის იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი
- +

26 ივლისი. 2022. 20:59

 

 

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სახალხო დღესასწაულს „დმანისობა 2022“ დაესწრო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.

 

„დმანისი  ყოველთვის იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი, დიდი ისტორიით და კულტურული ტრადიციებით.  დმანისი თავისი წარსულითა და აწმყოთი საუკეთესო ნიმუშია მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური თანაცხოვრების. მინდა თითოეულ დმანისელს  მოგილოცოთ დმანისობის სახალხო დღესასწაული“,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

 

მაჟორიტარის თქმით ასევე  წილად ხვდა  პატივი საპატიო დმანისელის ტიტული  პირადად მიმელოცა არქეოლოგი კახა კახიანისთვის.

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დმანისობის დღესასწაულზე, საპატიო დმანისელის წოდება ასევე   მიენიჭათ: სოზარ სუბარს, სავალან მირზოევს, ქეთევან ციხელაშვილს.

 

 აქვე აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურულ-სპორტული აქტივობებით.

 

დღის ბოლოს გაიმართა საზეიმო კონცერტი ოპერის მომღერალ იამზე ჯაყელისა და ჯგუფი „ბანის“ შესრულებით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner