საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სახალხო დღესასწაულს „დმანისობა 2022“ დაესწრო და მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
„დმანისი ყოველთვის იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი, დიდი ისტორიით და კულტურული ტრადიციებით. დმანისი თავისი წარსულითა და აწმყოთი საუკეთესო ნიმუშია მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური თანაცხოვრების. მინდა თითოეულ დმანისელს მოგილოცოთ დმანისობის სახალხო დღესასწაული“,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
მაჟორიტარის თქმით ასევე წილად ხვდა პატივი საპატიო დმანისელის ტიტული პირადად მიმელოცა არქეოლოგი კახა კახიანისთვის.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დმანისობის დღესასწაულზე, საპატიო დმანისელის წოდება ასევე მიენიჭათ: სოზარ სუბარს, სავალან მირზოევს, ქეთევან ციხელაშვილს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურულ-სპორტული აქტივობებით.
დღის ბოლოს გაიმართა საზეიმო კონცერტი ოპერის მომღერალ იამზე ჯაყელისა და ჯგუფი „ბანის“ შესრულებით.