მარიკოს ხელისუფლების განცხადებით, სამხრეთ მაროკოში 8 მიგრანტის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ ნავი ამოტრიალდა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ წერს.
მედიასაშუალების ცნობით, ცხედრები ზღვისპირა ქალაქ ახფენირში დილით იპოვეს. 18 სხვა მიგრანტი, რომლებიც ნავში იმყოფებოდნენ, მოგვიანებით ცოცხალი იპოვეს. ისინი აფრიკიდან იყვნენ.
მაროკო აფრიკელი მიგრანტებისთვის ერთგვარი გამგზავრების პუნქტი გახდა, ისინი კანარის კუნძულების გავლით ევროპაში ცდილობდნენ ჩასვლას.