logo_geo
eng_logo
„სირიაში მცირეწლოვან შვილთან ერთად გაემგზავრა“ - გერმანელი ქალი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით გაასამართლეს
- +

26 ივლისი. 2022. 22:27

 

 

გერმანელი ქალი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისა და სხვა დანაშაულებისთვის გაასამართლეს. ქალი სირიაში თავის მცირეწლოვან შვილთან გაემგზავრა იმისთვის, რომ „აისისის“ წევრი გამხდარიყო. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება.

 

დიუსელდორფის სასამართლომ განაცხადა, რომ ქალი ნასამართლევი იყო უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში და არასრულწლოვნის გატაცებაში. გერმანული კანონმდებლობის შესაბამისად ქალის ვინაობა არ საჯაროვდება.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებული სირიაში 2015 წელს გაემგზავრა შვილთან ერთად, რომელიც მაშინ 5 წლის იყო. ბავშვის მამა კი აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

 

აღმოჩნდა, რომ ქალი შვილს „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის შესაბამისად ზრდიდა. ბრალდებული ქურთულ ძალებს 2019 წელს ჩაბარდა. ის და მისი სამი შვილი, რომლებიც სირიაში დაიბადნენ, გასული წლის ოქტომბერში გერმანიაში დააბრუნეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner