logo_geo
eng_logo
„ვიპოვეთ ძალა და ვპატიობთ“ - ალაბამაში შვილები დედის მკვლელის სიკვდილით დასჯას ეწინააღმდეგებიან
- +

26 ივლისი. 2022. 23:17

 

 

ამერიკელი დები, ტერლინ ჰოლი და მისი და ალაბამას სასამართლოს გეგმას ეწინააღმდეგებიან და მოითხოვენ, რომ მათი დედის მკვლელი სიკვდილით არ დაისაჯოს. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.

 

ტერილინ ჰოლი სულ რაღაც 6 წლის იყო, როდესაც დედამისს ყოფილმა მეგობარმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

 

თუ მოსამართლე ან გუბერნატორი არ ჩაერევა, ჯო ნათან ჯეიმსი სასიკვდილო ინიექცია გაუკეთდება და სიკვდილით დაისჯება სამხრეთ ალაბამას ციხეში.

 

„ჩვენ ვლოცულობდით, ბევრი ვიფიქრეთ,  საკუთარ თავში ვიპოვეთ ძალა და მას ვპატიობთ იმას, რაც გააკეთა. ჩვენ ნამდვილად გვინდა ამ ყველაფრის შეჩერება“, - აცხადებენ მოკლული ქალის შვილები.

 

პროკურორებმა თქვეს, რომ ქალი შეხვდა ჯეიმსს და ის „შეპყრობილი“ გახდა მისით.  ჯეიმსი 1994 წლის 15 აგვისტოს ქალის საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეიჭრა და სამჯერ ესროლა. ფეით ჰოლი 26 წლის იყო, როცა ჯეიმსმა მოკლა, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.  ექვსი წლის ტერილინ ჰოლი ცდილობდა გაეგო რა დაემართა დედას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner