თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
„მეგობრებო, კარგი ამბავი მაქვს – ჩემი და ალბათ თქვენი სტუდენტობის დროინდელი თავშეყრის ადგილი, გეგეშიძის ბაღი მალე ისევ იქცევა ყველასთვის საყვარელ ადგილად.
ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო- განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება თანამედროვე სტილის საპარკე ინვენტარი; მოეწყობა გარეგანათების სისტემა, საბავშვო მოედანი; გაკეთდება სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნარგავები.
სიახლე იქნება შადრევანი.
რაც მთვარია, არსებული კაფე-ბარის ტერიტორია სკვერს დაუბრუნდება, რითაც მწვანე საფარის მოცულობა გაიზრდება.
ბაღში დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა”, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.