logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ნებისმიერი ბოროტება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას
- +

27 ივლისი. 2022. 00:31

 

 

ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს „უინსტონ ჩერჩილის ლიდერობის ჯილდოს“ მიღება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ ჯილდოს მიღება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა მთელი უკრაინელი ხალხი, რომელიც ტირანიისგან თავისუფლების დასაცავად წამოდგა.

 

„უკრაინას და მთელ ევროპას ყოველთვის ემახსოვრება ისინი, ვინც უყოყმანოდ დაეხმარა ჩვენს ხალხს და თავისუფლების იდეას. მსოფლიოს დემოკრატიებს შეუძლიათ შეაჩერონ ნებისმიერი ტირანია. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ნებისმიერი ბოროტება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას. ამისთვის მხოლოდ მთელი თავისუფალი სამყაროს ერთობლივი ლიდერობა შეიძლება იყოს საკმარისი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner