შიდა ქართლში 53 წლის კაცი ყირიმ-კონგოს ინფექციით საკუთარი ცხოველისგან დაინფიცირდა
-
+
27 ივლისი. 2022. 01:12
შიდა ქართლში ყირიმ-კონგო 53 წლის კაცს შეეყარა. ის ჰემორაგიული ცხელებით ხაშურიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, კაცი მძიმე ინფექციით საკუთარი ცხოველისგან დაინფიცირდა. მას ახლო კონტაქტი ჰქონდა მსხვილფეხა პირუტყვთან, რომელსაც თავად უვლიდა.