უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრეი ერმაკის განცხადებით, გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II გადასცა.
„გერმანელმა მოკავშირეებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II გადმოგვცეს. ის უკვე უკრაინაშია“, - წერს ერმაკი.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით კი, გერმანია საკუთარ სიტყვას ასრულებს და უკრაინას 3 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars II და 3 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა Panzerhaubitzen 2000 გადასცა.