logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: გაზპრომის გამოყენებით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ზამთარი ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე მკაცრი იყოს
- +

27 ივლისი. 2022. 01:47

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაზპრომის გამოყენებით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ზამთარი ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე მკაცრი იყოს.

 

„დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. დაემატა კიდევ ათობით ადამიანი და ორგანიზაცია. ეს სწორი ტენდენციაა და მე მადლობელი ვარ ბრიტანეთის სანქციების საკითხებში უცვლელი სიმტკიცისთვის. ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა მიჰყვეს ყველა დანარჩენს დასავლურ სამყაროში.

 

კერძოდ, დღევანდელი სიახლე ევროპულ ბირჟაზე გაზის ფასის კიდევ ერთი პროვოცირებული ზრდის შესახებ 1000 კუბურ მეტრზე 2000 დოლარზე მეტი უკვე საკმარისი მიზეზია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაფართოებლად. რადგან ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის რუსეთის მიზანმიმართული ფასის ტერორი ევროპელების წინააღმდეგ. გაზპრომის გამოყენებით მოსკოვი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს ზამთარი ევროპის ქვეყნებისთვის ყველაზე მკაცრი იყოს. ტერორს პასუხი უნდა გაეცეს. უპასუხეთ სანქციებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner