logo_geo
eng_logo
სანდრა რულოვსი: ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს
- +

20 აგვისტო. 2016. 14:49


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ სანდრა რულოვსმა დანიურ გაზეთს ინტერვიუ მისცა, სადაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.


სანდრა აცხადებს, რომ საქართველომ წარმოშვა ძლიერი ლიდერები - სტალინი, ბერია, გამსახურდია, შევარდნაძე და ასევე მისი მეუღლეც, რომელიც მათ რიცხვს მიეკუთნება და რომლისაც ხალხს უნდა ეშინოდეს.


„2012 წლის იანვრის ერთ-ერთი გაზეთში მოყვანილია სანდრა რულოვსის ინტერვიუდან ამონარიდი, რომელიც იმავე წლის დანიურ გაზეთს მისცა. სტატიის სათაურია „Georgia on His Mind - George Soros's Potemkin Revolution by Amb. Richard Carlos".


სანდრა რულოვსი - „საქართველომ წარმოშვა ძლიერი ლიდერები. სტალინი, ბერია, გამსახურდია. შევარდნაძეც კი შეგვიძლია მივაკუთვნოთ მათ რიცხვს... ამ ლიდერთა თვალთახედვა სცდებოდა საქართველოს ფარგლებს. ჩემი ქმარიც მათ კატეგორიას განეკუთვნება. ის აგრძელებს ამ ტრადიციას. ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ხელი.

 

პასუხისმგებლობის გრძნობა ნაკლებია... მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს, აქ არ არის ლაპარაკი პირდაპირ ფაშიზმზე ან რაღაც მაგდაგვარზე. თუ ვინიცობაა, მან გამოავლინა რაიმე სახის ექსტრემალური თვისებები, მაშინ მას ამის შესახებ მიუთითებენ", - აცხადებს რულოვსი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner