ავტორი მარიამ პაიჭაძე
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანდრო ბრეგაძემ „საარჩევნო ბლოკი - ერთიანი საქართველოსთვის" დატოვა. მიზეზად კი სახელდება თამაზ მეჭიაურის, ზვიად ჩიტიშვილისა და ლევან მამალაძის პარტიების გაერთიანება.
აღნიშნულთან დაკავშირებით „რეპორტიორი" სანდრო ბრეგაძეს ესაუბრა. პოლიტიკოსი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საარჩევნო ბლოკი დატოვა და ამბობს, რომ ახალი ბლოკის შემადგენლობის შესახებ არაფერი იცის და სიტუაციის გაცნობის შემდეგ აუცილებლად გააკეთებს ამის თაობაზე კომენტარს.
„ჯერჯერობით არაფერი ვიცი ახალი ბლოკის შემადგენლობისა და კონფიგურაციის შესახებ, რადგან თბილისში არ ვიყავი და აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელიდან გავიგე. ხვალ დავბრუნდები დედაქალაქში, გავეცნობი სიტუაციას და გაგაცნობთ, რა ხდება და როგორ. მეტს ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.