მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და კულტურის სამსახურთან ერთად გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ მონაწილეებს უმასპინძლა.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ - ყველაზე მასშტაბური სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსია, რომელიც 2015 წლიდან ტარდება.
აღნიშნული კონკურსის 2021-2022 წლის მთავარი თემაა - „მწვანე ეკონომიკა“. კონკურსში 750 სკოლას შორის მონაწილეობა მიიღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლებმა. რომელთაგან სერგიეთის და ხუნწის საჯარო სკოლები ნახევარფინალში გავიდა, ხოლო ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა კონკურსის ფინალშია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ სამივე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს საჩუქრად წიგნები და სიგელები გადასცა.
კონკურსს ახორციელებს CENN ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.