logo_geo
eng_logo
მაკრონი: რუსეთი ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალაა
- +

27 ივლისი. 2022. 20:30

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალაა.

 

„რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა. ეს არის ტერიტორიული ომი, რომელიც გვეგონა, რომ ევროპული კონტინენტიდან გაქრა. ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისის, მე-19 საუკუნის ომი. რუსეთი არის ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალა, რომელმაც მეზობელ ქვეყანაში შეჭრა გადაწყვიტა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner