საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალაა.
„რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა. ეს არის ტერიტორიული ომი, რომელიც გვეგონა, რომ ევროპული კონტინენტიდან გაქრა. ეს არის მე-20 საუკუნის დასაწყისის, მე-19 საუკუნის ომი. რუსეთი არის ერთ-ერთი უკანასკნელი კოლონიალური იმპერიული ძალა, რომელმაც მეზობელ ქვეყანაში შეჭრა გადაწყვიტა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.