უკრაინაში რუსეთის ომის შედეგი იქნება ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიის დეკოლონიზაცია. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„რუსეთი დაკარგავს იმ კოლონიებს, რომლებიც მან თავის დროზე მიითვისა, მოახდინა მთელი ერების კოლონიზაცია, წაართვა მათ ენა, ისტორია. ამ თავხედური ომის შედეგად, რომელიც მან ჩვენს ტერიტორიაზე გააჩაღა, მას ეს ყველაფერი წაერთმევა“, - განაცხადა დანილოვმა.