logo_geo
eng_logo
ოლეგ ნიკოლენკო: რუსებს ესმით, რომ უკრაინა სამხრეთში კონტრშეტევას ამზადებს და ცდილობენ, შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს უკრაინას არ სურს მოლაპარაკება
- +

27 ივლისი. 2022. 22:32

 

 

„რუსებს ესმით, რომ უკრაინა სამხრეთში კონტრშეტევას ამზადებს და ცდილობენ, შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს სწორედ უკრაინას არ სურს მოლაპარაკება“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

 

როგორც ნიკოლენკომ აღნიშნა, რუსეთის ქმედებებით არ ჩანს, რომ მათ მოლაპარაკებები სურთ.

 

„ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მათ სურთ მოლაპარაკება. ისინი კვლავ ბომბავენ უკრაინის ქალაქებს. ისინი კვლავ არღვევენ შეთანხმებებს, მაგალითად მარცვლეულზე. ისინი ამბობენ ერთს საჯაროდ და მეორეს აკეთებენ ბრძოლის ველზე“, - დასძინა ნიკოლენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner