ანრი ფუტკარაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ფუტკარაძემ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვი 3:1 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუტანა გორ აივაზიანმა. მან (92 კგ) 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანელი დარიუს კიეფერი 9:0 დაამარცხა.