აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უახლოეს მომავალში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ BBC წერს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს ბლინკენისა და ლავროვის პირველი საუბარი იქნება.
როგორც ცნობილია, ბლინკენს საუბარი სურს ორ თემაზე. პირველი, ეს არის უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი. ხოლო მეორე თემა რუსეთში დაკავებული ამერიკელების გაცვლის საკითხი იქნება.
საუბარია ჯაშუშობაში ბრალდებულ პოლ უილანსა და კალათბურთელ ბრიტნი გრაინერზე, რომელსაც რუსეთში ჩასვლისას სამედიცინო მარიხუანა აღმოუჩინეს.