logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბორის ჯონსონი მისი ქვეყნის "დიდი მეგობარია" და არ უნდა "გაქრეს" მას შემდეგ, რაც იგი თანამდებობიდან გადადგება
- +

28 ივლისი. 2022. 01:34

 

 

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბორის ჯონსონი მისი ქვეყნის "დიდი მეგობარია" და არ უნდა "გაქრეს" მას შემდეგ, რაც იგი თანამდებობიდან გადადგება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

TalkTV-სთან საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პოლიტიკაში, რაიმე თანამდებობაზე დარჩეს.

 

როგორც ცნობილია, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობას ოფიციალურად 6 სექტემბერს დატოვებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner