სააგენტო „როიტერის" ცნობით, ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა რუსულმა სამხედრო ხომალდებმა სირიის ტერიტორიის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. დაიბომბა ტერიტორია ქალაქ ალეპოს მახლობლად.
რუსული საბრძოლო ხომალდები მოსკოვმა მას შემდეგ გამოიყენა, რაც რუსულმა ავიაციამ სირიის დასაბომბად ირანის ავაიბაზების გამოყენება დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ხომალდებმა დაჯგუფება „ჯებჰათ ჰათაფ ალ შამის" პოზიციები დაბომბეს.
ამჟამად ალეპოში სამთავრობო ძალებსა და სირიის ოპოზიციურ შენაერთებს შორის უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს.