ანასეულში საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 1 მილიონ ლარამდე შეადგენს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან და ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.
„ოზურგეთელებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას ვასრულებთ - ამჯერად, ოზურგეთის ულამაზეს უბანში, ანასეულში ვაკეთებთ გზის რეაბილიტაციას“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
.