დღეს, თბილისის დროით 10:39 საათზე, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასაზღვრო ზოლთან (8კმ.ში) მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 03:48 საათზეც დაფიქსირდა. ბიძგების სიძლიერემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.