logo_geo
eng_logo
ავსტრიის პრეზიდენტი: პუტინი იმპერიალისტურ ომს აწარმოებს, უკრაინელები ჩვენს ღირებულებებს იცავენ
- +

28 ივლისი. 2022. 12:40

 

 

ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დენ ბელენმა განაცხადა, რომ უკრაინელები, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასევე იბრძვიან სხვების ღირებულებებისთვის, მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.

 

„ჩვენი თავისუფლება და ჩვენი თანაცხოვრების მთლიანი მოდელი გამოცდაშია. ჩვენი დემოკრატია თავდასხმის ქვეშაა, რომელსაც თან დიდი აგრესია და დესტრუქცია ერთვის. ჩვენ კიდევ ერთი ომი გვაქვს ევროპაში. იღუპებიან ქალები, კაცები, ბავშვები, ოჯახები", - თქვა მან.

 

მისივე თქმით, პუტინს სურს, დააჩოქოს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ - ევროპაც. როგორც ალექსანდერ ვან დენ ბელენმა განაცხადა, პუტინი იმპერიალისტურ ომს აწარმოებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner