logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: სერგო ჩიხლაძე არის პოლიტიკური კრეტინი და იდიოტი, ოღონდ უცნობილესი, მეც მინდა ამ „ცილისმწამებელთა, მატყუარების და ჭორიკნების“ საპატიო რიგებში ჩავდგე
- +

28 ივლისი. 2022. 13:35

 

 

„სერგო ჩიხლაძე არის პოლიტიკური კრეტინი და იდიოტი, ოღონდ უცნობილესი. მე მას პიროვნულად არ ვეხები, როგორც შვილს, მეუღლეს ან მამას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებას.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, ჩიხლაძე პოლიტიკურად ოლიგოფრენია.

 

„კელი დეგნანმა - საქართველოს ომში არავინ ითრევდაო, ანუ - ივანიშვილი არისო ჭორიკანა, თანაც ცნობილიო... სააკაშვილმა - მე ბრალი არაფერში მიმიძღვის, ანუ - „ოცნება“ არის ცრუ-დამბრალებელი, ისიც ცნობილი... მეგისამ - მე განთქმული მისიონერი და ჰუმანოლოგი ვიყავიო - ხელისუფლება ცილისმწამებელი არისო, საკმაოდ ცნობილი... მეც მინდა, ამ „ცილისმწამებელთა, მატყუარების და ჭორიკნების“ საპატიო რიგებში ჩავდგე - სერგო ჩიხლაძე არის პოლიტიკური კრეტინი და იდიოტი, ოღონდ უცნობილესი. მე მას პიროვნულად არ ვეხები, როგორც შვილს, მეუღლეს ან მამას. მაგრამ პოლიტიკურად - არის ოლიგოფრენი. საქართველოში დე-ოლიგოფრენიზაციის პროცესის დაწყებას - „სერგოჩიხლაძეთი“ (ერთად იწერება) დაწყებას მოვითხოვ!“ - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქზე.

 

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან ბიძინა ივანიშვილის 27 ივლისის წერილს უპასუხა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცნობილი სპეკულანტი და ჭორიკანაა.

 

კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებულ საკითხზე პირველ განცხადება „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

 

ინტერვიუში კელი დეგნანი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner