logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი აშშ-ის ელჩს: იყიდეთ ეს კიკუები, იყიდეთ, ქალბატონ კელი, და წაიყვანეთ ჩვენი ქვეყნიდან!
- +

28 ივლისი. 2022. 14:03

 

 

„საოცარია, რომ კელი დეგნანს ყოფნის თავხედობა და გუშინდელი საბოლოო ლუსტრაციის შემდეგ, ისევ მენტორული ტონით გველაპარაკება და ჭკუას გვარიგებს! ფაქტების უარყოფაზე გადავიდა, კითხვებზე ვითომ ოსტატურად თავის არიდება დიპლომატიურობას არ ნიშნავს!“ - ასე ეხმიანება ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომლის თანახმად კელი დეგნანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ 27 ივლისს გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილთან შეხვედრაზე არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს „ომში ჩართვაზე“ ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

 

როგორც შაქარიშვილი წერს, ელჩი, გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას აყენებს მთელ ერს, საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას და ავტორიტეტს აზიანებს.

 

„საოცარია, რომ კელი დეგნანს ყოფნის თავხედობა და გუშინდელი საბოლოო ლუსტრაციის შემდეგ, ისევ მენტორული ტონით გველაპარაკება და ჭკუას გვარიგებს! ფაქტების უარყოფაზე გადავიდა, კითხვებზე ვითომ ოსტატურად თავის არიდება დიპლომატიურობას არ ნიშნავს! რას გვეუბნება, რომ უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ბიძინა ივანიშვილთან სამ საათიანი შეხვედრა, ფრინველების თბილ ქვეყნებში მიგრაციას შეეხებოდა?! გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას გვაყენებს მთელ ერს, თავისივე ქვეყნის რეპუტაციას და ავტორიტეტს აზიანებს! ამ დროს, რა გულისამრევია ეს დამონებული, კოლონიალიზმით შეპყრობილი ოპოზიცია, რომელიც გუნდრუკს უკმევს გენერალ-გუბერნატორს! ანონიმკებს კი აღარ წერენ, პირდაპირ ემონებიან! ჩვენ დაგვინახეთ! ჩვენ, დედას მოვკლავთ, მამას მოვკლავთ თუ თქვენს სამსახურში აგვიყვანთ, ქვეყანასაც გავყიდით თვალის დაუხამხამებლადო! იყიდეთ ეს კიკუები, იყიდეთ, ქალბატონ კელი, და წაიყვანეთ ჩვენი ქვეყნიდან!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner