logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანს: რას ნიშნავს - „მმართველი პარტიის წევრები ცუდ სამსახურს უწევენ ქართველ ხალხს“, ვინ მოგცათ მაგის ლეგიტიმაცია, რომ მუქარანარევი გზავნილებით გვესაუბროთ 1 000 000 ამომრჩეველს
- +

28 ივლისი. 2022. 14:50

 

 

„ცნობისათვის, ქალბატონო ელჩო, მმართველი პარტიის უკან 1000000 ამომრჩეველია და რატომ აძლევთ თავს უფლებას, ასე უპასუხისმგებლოდ, უაპელაციოდ მოიხსენიოთ უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება?!“ - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

 

მისი თქმით, ცუდი სამსახური ის უფროა, ჯერ არ შევხვედრივარო და ახლა კი შევხვდი, მაგრამ არანაირი შანტაჟი და ომის თემა არ გვქონია ივანიშვილთანო.

 

„კელი დეგნანი - „მმართველი პარტიის წევრები ცუდ სამსახურს უწევენ ქართველ ხალხს“... ცნობისათვის, ქალბატონო ელჩო, მმართველი პარტიის უკან 1000000 ამომრჩეველია და რატომ აძლევთ თავს უფლებას, ასე უპასუხისმგებლოდ, უაპელაციოდ მოიხსენიოთ უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება?! ვინ მოგცათ მაგის ლეგიტიმაცია, რომ მუქარანარევი გზავნილებით გვესაუბროთ?! ისე, ცუდი სამსახური ის უფროა, ჯერ არ შევხვედრივარო და ახლა კი შევხვდი, მაგრამ არანაირი შანტაჟი და ომის თემა არ გვქონია ივანიშვილთანო... რეპუტაციულ სარგებელს არ მოგცემთ ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, როდესაც უმრავლესობას არად აგდებთ და კონკრეტული რადიკალური ჯგუფების „ნარატივს“ ჰყვებით“,- წერს ზურაბ ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner