იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო კომპანია „გრინნეტთან“ თანამშრომლობით აცხადებს კიბერ-კლასში მიღებას. კიბერ-კლასში სწავლა დაიწყება 15 აგვისტოს და გაგრძელდება 2 თვის მანძილზე. კურსის მონაწილეებს კვირაში ორჯერ 2-2 საათის განმავლობაში ციფრული მმართველობის სააგენტოსა და კომპანია გრინნეტის ტრენერების მიერ ჩაუტარდებათ ლექციები და პრაქტიკული სავარჯიშოები, მიეწოდებათ კიბერუსაფრთხოების კონკრეტული თემის შესახებ ძირითადი ინფორმაცია და გადაეცემათ სასწავლო რესურსები და დავალებები.
კურსზე ჩარიცხვის წინაპირობებია:
სასურველია, კანდიდატებს ჰქონდეთ შემდეგი ცოდნა და უნარები:
კიბერ-კლასის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ ძირითად საკითხებს:
Endpoint, IDS/IPS, WAF, SIEM გადაწყვეტილებებთან მუშაობა, ანალიზი და მონიტორინგის საფუძვლები;
კიბერ-კლასში მონაწილეობის საფასურია 500 ლარი.
კიბერ-კლასის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა. კურსის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში გადაეცემათ სერტიფიკატი.
გამოცდის შედეგების მიხედვით საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულებს ექნებათ სტაჟირების შესაძლებლობა ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტში და აგრეთვე კომპანია „გრინნეტში“. საუკეთესო 4 სტუდენტს გადაეცემა CompTIA Security+ გამოცდის ვაუჩერი.
კურსში მონაწილეობის მსურველებმა 10 აგვისტომდე უნდა გამოაგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე - cert@dga.gov.ge