logo_geo
eng_logo
გაბაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
- +

28 ივლისი. 2022. 16:05

 

 

ჩუღურეთის რაიონში, გაბაშვილის ქუჩაზე, 2 200 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

 

მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

 

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკი. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 000 ლარი გამოიყო.

 

მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 21 508 კვ.მ ფართობზე, რისთვისაც 1 333 340,73 ლარი დაიხარჯა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner