logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე „ფორმულაზე“: ეს არის ველურობის, უკულტურობის, ბოროტების, დილეტანტიზმის და ანგაჟირებულობის ნაზავი და ნიმუში
- +

28 ივლისი. 2022. 20:01

 

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დედის  თამარ ზაალიშვილის ფეისბუკსტატუს ეხმიანება.

 

„ვიდრე ამ ამბავს გავიგებდი, ქართული ჟურნალისტიკის მძიმე მდგომარეობის შესახებ დავწერე დღეს სტატუსი და აგერ ახდა კიდეც. ეს არის ველურობის, უკულტურობის, ბოროტების, დილეტანტიზმის და ანგაჟირებულობის ნაზავი და ნიმუში. ვის და რას უმტკიცებენ ამით ეს „ურნალისტები“? ან ტელეარხი ვინც მათ ასეთ დავალებას აძლევს. მე მგონი არც არავის და არაფერს არ უმტკიცებენ, უბრალოდ საკუთარ პათოლოგიურ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ. ეს არის და ეს!“ - წერს ანჯაფარიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner