logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ავაზაკი დავით კეზერაშვილის „ფორმულას“ „ჟურნალისტებმა“ ნაცად ტელეხულიგნობას მიმართეს და ირაკლი კობახიძის მშობლებს ამუნათებენ, მათ სახლში შეჭრას ცდილობენ
- +

28 ივლისი. 2022. 21:08

 

 

„ავაზაკი დავით კეზერაშვილის „ფორმულას“ „ჟურნალისტებმა“ ნაცად ტელეხულიგნობას მიმართეს და ირაკლი კობახიძის მშობლებს ამუნათებენ. მათ სახლში შეჭრას ცდილობენ. ფსიქოლოგიური ტერორით შურისძიებას ცდილობენ მმართველი პარტიის თავმჯდომარეზე“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დედის ფეისბუკსტატუს, სადაც ზაალიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების მიერ სახლში შეჭრის ინციდენტზე საუბრობს.

 

როგორც ანალიტიკოსი წერს, ამ ფაქტს ყურადღების გარეშე დატოვებს სახალხო დამცველი.

 

„ავაზაკი დავით კეზერაშვილის „ფორმულას“ „ჟურნალისტებმა“ ნაცად ტელეხულიგნობას მიმართეს და ირაკლი კობახიძის მშობლებს ამუნათებენ. მათ სახლში შეჭრას ცდილობენ. ფსიქოლოგიური ტერორით შურისძიებას ცდილობენ მმართველი პარტიის თავმჯდომარეზე. ცხადია, ამას აქტიურად არ შეიმჩნევენ „ნაცების“ სახალხო დამცველი, ე.წ. NGO-ები და დეპოლარიზაციაზე „მზრუნველი„ ცალკეული უცხოელი აქტორები. ამით ფსევდომედიის და ფსევდოუფლებადამცველების თვითმარგინალიზაციის მაჩვენებელი მატულობს, უტყუარია“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner