logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი ატენის სიონის ტაძრის მდგომარეობას გაეცნო
- +

28 ივლისი. 2022. 21:10

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტ ანდრიასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან,  ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად, ატენის სიონის ტაძრის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

 

VII საუკუნით დათარიღებული ძველი ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუშის, ატენის სიონის ტაძრის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებით ეტაპობრივად ხორციელდება.

 

მინისტრი ადგილზე გაეცნო ძეგლის პრობლემებს. მეუფე ანდრიასა და ეპარქიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, გადაწყდა პრობლემების  აღმოფხვრის მიზნით ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner