პაატა ბურჭულაძის პარტიის რეგიონალურ ოფისებს პარტიის წარმომადგენლები კვლავ ტოვებენ.
პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის" რიგები დატოვეს: თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით გაბრიჭიძემ, ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის არმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნებიერიძემ, ამავე პარტიის წარმომადგენელმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მაკა ნაცვლიშვილმა, ქალაქ ქუთაისის საფიჩხიის ზონის უფროსმა რამაზ მაღლაფერიძემ და ქალაქ ქუთაისის ბალახვნის ზონის უფროსმა კობა კასრაძემ.
ბოლო პერიოდში პაატა ბურჭულაძის პარტია ათობით პარტიის წევრმა დატოვა.
ყოფილი წევრები ძირითად მიზეზად პარტიის ლიდერების „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტ პარტიებთან „გირჩთან", „ახალ საქართველოსა" და „ახალ მემარჯვენეებთან" გაერთიანებას ასახელებენ.