უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა ვერ მოიგებს რუსეთის წინააღმდეგ ომს NATO-ს მხარდაჭერის ამჟამინდელი სტრატეგიით. ამის შესახებ უნგრეთის ლიდერმა ვენაში, ავსტრიის კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„ამ ფორმაში ეს ომი ვერ იქნება მოგებული. NATO-ს ამჟამინდელმა სტრატეგიამ, რაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და წვრთების ჩატარებას გულისხმობს, ამ მომენტამდე აჩვენა, რომ ის წარმატებისკენ არ მიგვიყვანს“, - აღნიშნა ორბანმა.
როგორც უნგრეთის პრემიერმა დასძინა, არ იქნება მშვიდობა სტრატეგიის შეცვლის გარეშე.
„გაურკვეველია, როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ რეცესია ევროკავშირში, თუ ომი გაგრძელდება”, - განაცხადა ორბანმა.