აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან დღეს სატელეფონო საუბარი გამართა, რომელიც ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ლიდერებს შორის დისკუსია ვრცლად შეეხო ტაივანის საკითხს.
„თუ ცეცხლს ეთამაშები, დაიწვები. იმედი მაქვს, აშშ-ს მხარე ამას ნათლად დაინახავს", - ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, განუცხადა სი ძინპინმა ჯო ბაიდენს.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტაივანთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა არ შეცვლილა და ოფიციალური ვაშინგტონი მტკიცედ ეწინააღმდეგება სტატუს კვოს შეცვლის ან ტაივანის სრუტეზე მშვიდობისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის ცალმხრივ ძალისხმევებს.