რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ უარყო, რომ რუსეთი პასუხისმგებელია სურსათის ფასების გლობალურ ზრდაზე. ლავროვმა უარყო ე.წ. სასურსათო კრიზისი. ამის შესახებ მან აფრიკულ ტურნეში ვიზიტისას განაცხადა. იტყობინება „ასოშიეთიდ პრესი“.
ეთიოპიაში ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფასების ზრდაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა.
„უკრაინაში ვითარებამ სასურსათო ბაზრებზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ ეს არ მომხდარა რუსული „სპეცოპერაციის“ გამო. ეს უკავშირდება დასავლეთის აბსოლუტურად არაადეკვატურ რეაქციას და დაწესებულ სანქციებს“, - აღნიშნა ლავროვმა.
ეთიოპიის მთავრობას ლავროვის ვიზიტის დროს უკრაინის ომსა და სასურსათო კრიზისზე კომენტარი არ გაუკეთებია. ეთიოპიის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ რუსეთი და ეთიოპია შეთანხმდნენ ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე.