logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მე ვიქნები თქვენი შრომითი უფლებებისა და ინტერესების დამცველი
- +

20 აგვისტო. 2016. 16:57


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სოფელ ლიხაურში თხილის გადამმუშავებელი საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა.


 

„მე ვიქნები თქვენი შრომითი უფლებებისა და ინტერესების დამცველი", - ასე მიმართა არჩილ თალაკვაძემ საწარმოს თანამშრომლებს



მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთავარი აქცენტები ეკონომიკის დარგში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ  პროგრამებზე, დასაქმებასა და შრომითი უფლებების დაცვაზე გააკეთა.


არჩილ თალაკვაძემ საწარმოს თანამშრომლებს სამომავლო გეგმები დეტალურად გააცნო.


„ბოლო ოთხი წლის მანძილზე, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც მომდევნო წლებში ჩვენ მეტი მატერიალური დოვლათი უნდა შევქმნათ. მესმის, რომ გადასაჭრელია კიდევ არაერთი პრობლემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხედავთ, რისი შეცვლა, აღდგენა და გამოსწორებაც ჩვენ შევძელით, ქვეყნისთვის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.

 

დეპუტატის თანამდებობა ჩემთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა. იცით, რომ წლების მანძილზე  საპასუხისმგებლო პოზიციები მეჭირა, მაგრამ ჩემი ცოდნა, გამოცდილება და კონტაქტები  ხელისუფლებასა თუ კერძო სექტორში, მინდა, მომდევნო 4 წლის მანძილზე, ჩემს მშობლიურ კუთხეს მოვახმარო. შესაბამისად,  თუ ვინმემ იცის, როგორ უნდა მოგვარდეს თქვენი პრობლემები, ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ნამდვილად მე ვარ.  გპირდებით და მზად ვარ, თქვენი ოჯახების მეგობარი და ინტერესების დამცველი ვიყო",  - განაცხადა შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner