აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად მოითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის საუბარი. მოსკოვმა დაადასტურა თხოვნის მიღება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრაისის თქმით, ეს საუბარი არ იქნება უკრაინის მოლაპარაკების შესახებ და არ მიანიშნებს რუსეთ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზებაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს თხოვნას ასე გამოეხმაურა: „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას მიაქცევს ამ მოთხოვნას, როცა შესაბამისი დრო დადგება“.