logo_geo
eng_logo
კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას აბსურდს უწოდებს
- +

9 მარტი. 2016. 01:51



ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე ვინმე თანხებს რიცხავს, აბსურდია.


კალაძის განმარტებით, სამინისტროს ანაგარიში არ გააჩნია და წარმოუდგენელია, ვინმე ხაზინაში სამინისტროსთვის თანხებს რიცხავდეს.


ამასთან, კალაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებლები შესაძლოა, შეცდომაში არიან შეყვანილნი.


"ეს არის ძალიან დიდი სიცრუე.  საერთოდ არ მესმის, რაზეა საუბარი და რამდენად ღირს ამაზე სერიოზულად საუბარი. საუბარია ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე გადარიცხვაზე, ამ დროს, სამინისტროს ანგარიში არ გააჩნია. ერთადერთი ანგარიში, ეს არის ხაზინა და არ მგონია, ვიღაც ხაზინაში თანხებს რიცხავდეს სამინისტროსთვის. რაც შეეხება კალა კაპიტალს, ასეთი ბანკი არ არსებობს საქართველოში, თუ სადმე უცხოეთში არის ასეთი ბანკი, არ ვიცი. ბანკი, რომელთანაც მე მქონდა კავშირი და ვიყავი დამფუძნებელი, ეს იყო "პროგრეს ბანკი", რომელიც რამდენიმე წლის წინ, ჩემს მიერ იქნა გასხვისებული. არ ვამბობ, რომ "ეს ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგონა. შეიძლება, ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ მგონია, რომ ეს თემა მიზანმიმართულად არის წამოწეული", -განაცხადა კალაძემ.


ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე კრიმინალურმა ავტორიტეტმა, დავით ქარსელაძემ თანხა გადარიცხა.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner