„უამრავი სპეკულაციის მიუხედავად, რომელსაც ვისმენთ, დარწმუნებულნი ვართ, რომ მაჟორიტარების გუნდი სწორად დავაკომპლექტეთ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბოლნისში, დმანისსა და მარნეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, წარმოდგენილი გუნდი შეძლებს, ძალიან კვალიფიციურად გაართვას თავი ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების დაცვას საქართველოს პარლამენტში.
„მათ გააჩნიათ ამის გამოცდილება. ეს არის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალიზმის ნიშნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.