logo_geo
eng_logo
სამგორში ორი ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა
- +

29 ივლისი. 2022. 12:00

სამგორის რაიონის გამგეობა ორი ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვარკეთილი 3-ში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩიდან გახოკიძის ქუჩამდე არსებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 3 ჰა ფართობი კეთილმოეწყობა. აღნიშნულ სივრცეში დაგეგმილია საბავშვო მოედნის, ტრენაჟორების, სანაგვე ურნებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. ასევე, დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და ფერდობებზე, კორპუსებთან დამაკავშირებელი კიბეები მოეწყობა.

ამასთან, რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მკ/რ-ის კორპუსი 9-ის მიმდებარედაც, დაახლოებით, 1 ჰა ფართობზე.

აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან ჯამში, 4 200 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner