სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 10,5 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობითვე, 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, სამთომოპოვებითი მრეწველობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.