logo_geo
eng_logo
საქსტატი: სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება დაახლოებით, 1.2 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.9 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა
- +

29 ივლისი. 2022. 13:13

საქსტატის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 268 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 20.6 ათასს შეადგენდა, რაც 11.0 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქსტატი ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლებზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც გასულ წელს პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა თითქმის, ყველა დაავადებათა ძირითადი ჯგუფისთვისაა გაზრდილი. კერძოდ, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების მაჩვენებელი გაიზარდა 37.5 პროცენტით. შემდეგ მოდის ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებები.

„საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 6.2 დღე შეადგინა (2020 წელს - 5.6 დღე), ხოლო დატვირთვამ - 201.2 დღე (2020 წელს - 190.7 დღე). ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 272 ერთეულს
შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 15 003 ათასს გაუტოლდა, რაც 9.6 პროცენტით აღემატება 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2021 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 22.5 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 21.7 ათასი.

წინა წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა გაზრდილია თითქმის, ყველა დაავადებათა ძირითადი ჯგუფისთვის. კერძოდ, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების მაჩვენებელი გაიზარდა 37.5 პროცენტით, ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებების - 35.5 პროცენტით, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების - 34.3 პროცენტით, ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემადგენელი ქსოვილების დაავადებების - 28.1 პროცენტით, ხოლო ყურისა და დვრილისებრი
მორჩის დაავადებების - 21.1 პროცენტით.

ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2015 წელს ფიქსირდებოდა. ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილებისა და თვალისა და მისი დანამატების დაავადებები.

2021 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ, წინა წლის ანალოგიურად, 530 ერთეული შეადგინა. 2021 წლის ბოლოსთვის შიდსით დაავადებულთა მთლიანი (კუმულატიური) რიცხოვნობა 9 162 ერთეულით განისაზღვრა, ხოლო წლის განმავლობაში დაფიქსირდა შიდსით გარდაცვალების 138 შემთხვევა.

2020 წლიდან მონაცემები ექიმებისა და ექთნების რიცხოვნობის შესახებ, ეფუძნება ჯანდაცვის მუშაკთა პერსონიფიცირებული აღრიცხვის სისტემას.

2021 წელს 10.0 პროცენტით შემცირდა მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით და 1 647 ერთეული შეადგინა. ასევე, 11.2 პროცენტით შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა (4 973 კაცი).

2021 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება დაახლოებით, 1.2 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.9 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა“, - აცხადებენ „საქსტატში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner