logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ვიდრე გამოცდებზე
- +

20 აგვისტო. 2016. 17:18


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არა გამოცდებზე. მისი თქმით, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს სადამსჯელო ღონისძიების სახე.


„მე ვთქვი, რომ გაცილებით მეტი აქცენტი უნდა გაკედეს თვითონ კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე, ვიდრე გამოცდებზე. არ შეიძლება, ტერორიზებული გყავდეს მთელი მასწავლებელთა კორპუსი - ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან რთულ პერიოდში გამოატარეს ჩვენი მომავალი თაობა და ძალიან ღირსეულად დაიცვეს თავიანთი პროფესიული ღირსება. ამიტომ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, ეს ხალხი ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ. საჭიროა მეტი აქცენტის გაკეთება მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არა - გამოცდებზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner